10 გემო, რომლებიც ბავშვობაში გვაბრუნებს - Gemrielia.ge

10 გემო, რომლებიც ბავშვობაში გვაბრუნებს

თქვენთვის რა ასოცირდება ბავშვობასთან? რის გემოს გრძნობთ, როდესაც წარსულს იხსენებთ? ვიღაცისთვის ეს ბებოს გამომცხვარ ხაჭაპურთან ასოცირდება, ვიღაცისთვის - პლომბირის ნაყინთან, აუცილებლად იქნება ვიღაც, ვისაც „იუპის“ თუ „ზუკოს“ წვენები გაახსენდება, რომლებსაც 90-იანების ბავშვების უმეტესობა ეტანებოდა.

დღეს თავი მოვუყარეთ რამდენიმე გემოს, რომლებიც ბავშვობას გვახსენებს.

1. შოკოლადის ძეხვი

zexvi.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

შოკოლადის ძეხვი ის დესერტია, რომელიც ყველა ოჯახში მზადდებოდა. ორცხობილა, კაკაო და ნებისმიერი ცხიმი ის მინიმალური ინგრედიენტები იყო, რომელთა შერევითაც გემრიელი ნამცხვარი მიიღებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა დესერტებისთვის ყველა ინგრედიენტის მოძებნა მარტივად შეგვიძლია, შოკოლადის ძეხვი დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

2. კარამელის კანფეტები („ირისკა“)

irisiskanfeti.png

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

კარამელის გემო თქვენც ამ კანფეტებით გაიცანით? კბილებს რას უშვრებოდა, აქ აღარ დავწერ, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრისთვის ბავშვობის საყვარელ გემოდ რჩება.

3. არაჟნიანი „კორჟიკები“

108970298468194220077602586194012186598768n.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

კიდევ ერთი გემრიელი დესერტი, რომელიც სკოლის „ბუფეტებშიც“ და უბნის მაღაზიებშიც ერთნაირი წარმატებით იყიდებოდა.

4. „ბუფეტის კატლეტები“

uxorco_katletebi.png

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

ტკბილეულს ცოტა ხნით მოვწყდეთ და ეს კატლეტები გავიხსენოთ. ბევრ ცხიმში შემწვარი, ხრაშუნა ფარში, რომელსაც ხორცის 20%-ც არ ექნებოდა, რა ლოგიკით გვიყვარდა? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს...

5. ფხვიერი ნამცხვარი „ქრიზანთემები“

qrizantema5.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხართ, ფხვიერი ნამცხვრები ყველასთვის ბავშვობასთან ასოცირდება. იყო დრო, ხორცსაკეპ მანქანაში ვატარებდით ცომს, რომ ასეთი ფორმა მიეღო... იგრძენით უკვე ასაკი?

6. კარტოფილიანი ღვეზელები

d8c08c50fc8c273f8c6705a6c7b9f381.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

ალბათ ყველა ბებო აცხობდა ამ ღვეზელებს. უნივერსალური ცომი, რომელშიც გინდ ტკბილ შიგთავსს ჩადებდი, გინდ - ცხარეს. კარტოფილი, ხაჭო, ყველი, ალუბალი... უამრავი ვარიანტი იყო და არის. დღემდე ვამზადებთ.

7. ნაყინი - პლომბირი („სტაკანჩიკი“)

dondurma-sas-kil3-900x450.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

პლომბირის ნაყინის გემო ისაა, რომელიც არასოდეს ავიწყდებათ რეცეპტორებს. თუკი ნოსტალგიურ ხასიათზე დადექით, შემოგვიერთდით და წაიკითხეთ: რკინის სანაყინე, ცირკის „სტაკანჩიკი“ და სხვა... „გემრიელიას“ რედაქტორი ნაყინისა და ბავშვობის შესახებ

8. ლაღიძის წყალი

lagidze.jpg

ამბობენ ხოლმე, რომ ლაღიძის წყალს ადრე ჰქონდა გემო, ახლა ისეთი აღარ არისო, თუმცა ფაქტია მიტროფონე ლაღიძის შექმნილი უნიკალური ბრენდი დღემდე არ კარგავს პოპულარობას. მისი წარმოების იდეა მომდინარეობდა სურვილიდან, რომ იმპორტირებული, ქიმიური დანამატების ნაცვლად, ლიმონათების წარმოება ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ხილეულისგან ყოფილიყო შესაძლებელი. ვრცლად ლაღიძის წყლების შესახებ წაიკითხეთ აქ: ვაშლს მხოლოდ გორში, ციტრუსს - აფხაზეთში, ალუბალს კი კასპში ყიდულობდა - როგორ შექმნა მიტროფონე ლაღიძემ „ლაღიძის წყლები“

9. მამალო

27066730_1705356082848067_4402241374615841421_n.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

არის აქ ვინმე, ვისაც მამალო არ უყვარდა ბავშვობაში? ყველამ ვიცით, რომ დამწვარი შაქარია და ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ... ბავშვობაში ასეთი რაღაცები უფრო გემრიელი იყო.

10. 10-კაპიკიანი ფუნთუშები

10-kapikiani-funtushebi.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

ბოლოს ისევ სკოლის „ბუფეტში“ ვბრუნდებით და ამ ფუმფულა „ბულკებს“ შეგახსენებთ. ვანილის არომატი საკლასო ოთახებამდე აღწევდა და დასვენებაზე რიგში დგომაც ღირდა ამ ფუმფულა ფუნთუშებისთვის.

რას დაამატებდით ჩვენს ათეულს? რომელი გემო გახსენებთ ბავშვობას?