ამერიკელმა დიეტოლოგებმა იმ პროდუქტების სია შეადგინეს, რომელიც დაბერებას აფერხებს - Gemrielia.ge

ამერიკელმა დიეტოლოგებმა იმ პროდუქტების სია შეადგინეს, რომელიც დაბერებას აფერხებს

ქალის სილამაზე სულაც არ გულისხმობს საყოველთაოდ აღიარებულ მოდელის პარამეტრებს. სილამაზე მოვლილ კანში, მკვრივ სხეულში, აბრეშუმივით თმაში და ქათქათა ღიმილში იმალება. სილამაზისკენ მიმავალი გზა კი კვებიდან იწყება, იმ პროდუქტებიდან, რომელსაც ქალი მოიხმარს.

ამერიკელმა დიეტოლოგებმა იმ სასარგებლო პროდუქტების სია შეადგინეს, რომელიც დაბერების პროცესს აფერხებს. ასაკთან ერთად ხომ მხოლოდ კანი არ ბერდება, ქალის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებები იჩენს თავს, რომელიც ხშირად ჰორმონალური ფონის ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

რომელი პროდუქტები უნდა მიიღოს ქალმა 30-40 წლის მერე, რომ ჯანმრთელობა მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს?

რასაკვირველია, კიდევ უამრავი პროდუქტია, რომლის მიღებაც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა აუცილებელია.

qalis-kveba2-1-1674726044.jpg

1. ცხიმიანი თევზი

ერთ-ერთი პირველი ამ სიაში ცხიმიანი თევზია: ორაგული, სკუმბრია და სხვა. მასში შემავალ ცილას ორგანიზმი უკეთ ითვისებს, ვიდრე ხორცში შემავალს, ამავე დროს უფრო ნაკლებკალორიულია. თევზი მდიდარია იოდით, ფოსფორით, მაგნიუმით, მის ცხიმში ომეგა-3 და ომეგა 6 შედის.ქალის ჯანმრთელობისთვის ეს პროდუქტი შეუცვლელია.

2. სელის ზეთი

ქალის ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტებში აუცილებლად შედის მცენარეული ზეთები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა სელის ზეთი, რომელიც მდიდარია ბ ჯგუფის ვიტამინებით, ომეგა 3-ით, კალიუმით, მაგნიუმით, თუთიით, დადებითად მოქმედებს იმუნურ და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. მისი რეგულარული გამოყენება სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.

gagvivebuliseli1.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ ვღეჭავ სელის თესლს მუდმივად. ეს ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით, 35 წელს გადაცილებულმა ქალებმა

3. კომბოსტო

ამ სიაში საპატიო ადგილს იკავებს. ის დიეტურ პროდუქტებში ლიდერია და დიდი რაოდენობიტ ც ვიტამინსაც შეიცავს. ერთნაირად სასარგებლოა ჩვეულებრივი, თეთრი კომბოსტო, ისე მისი სხვა სახეობები: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო და ა.შ. დიეტოლოგები ბროკოლის ცალკეც კი გამოჰყოფენ, როგროც ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო და ჯანსაღ პროდუქტს. მასში დიდი რაოდენობით ფოლის მჟავა შედის, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორსულობის დროს.

4. ნიგოზი

იდეალური პროდუქტია ქალებისთვის. ის, სასარგებლო ცხიმებთან ერთად სელენს შეიცავს, რომელიც კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა. აუცილებლად მიირთვით 3-4 ლებანი ნიგოზი ყოველ დღე. ის არეგულირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს ძვლების მდგომარეობას ართრიტის დროს.

აუცილებლად უნდა შედიოდეს რაციონში საქონლის ხორცი, რომელიც რკინის ძირითადი წყაროა. რკინა ასევე უხვადაა ოსპში, რომელსაც ძველად ღარიბების ხორცსაც უწოდებდნენ.

nigozi_dieta.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: ნიგოზი გვეხმარება გახდომაში და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს? - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა

5. კენკრა

მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მოცხარი, შტოში და ა.შ. ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა და უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. გაყინვის შემდეგ მათი სასარგებლო თვისებები არ იკლებს, ამიტომ ზამთარშიც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზაფხულში შენახული ხილი.

6. სანელებლები

ეგზოტიკური სანელებლების დამატება კერძებში ძალიან სასარგებლოა. დარიჩინი, ჯანჯაფილი, კურკუმა ცხიმიანი კერძების მავნე ზემოქმედებას ნაწილობრივ ანეიტრალებს. მიხაკი, ნიორი, წიწაკა, როზმარინი ანტიოქსიდანტებს შეიცავს და დადებიტად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

saneleblebi.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: 10 ყველაზე ცნობილი სანელებელი, რომელიც ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს

7. რძემჟავა და კალციუმის შემცველი პროდუქტები

კუჭ-ნაწლავის მიკროფლორისთვის სასარგებლოა რძემჟავა და კალციუმის შემცველი პროდუქტების მიღება.

8. პამიდორი

პამიდორში შემავალი ლიკოპინი, მეცნიერების აზრით,მკერდის კიბოს უჯრედების პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა.

9. ავოკადო

იგი თმისა და კანის სილამაზისთვის აუცილებელ პროდუქტად მიიჩნევა. ასევე წაიკითხეთ: რატომ უნდა მიირთვან ქალბატონებმა ყოველდღე ავოკადო?

მიირთვით სასარგებლო და ჯანმრთელი საკვები, რათა დიდხანს დარჩეთ ახალგაზრდა!