„მაწონს როგორ ადედებთ? ხან წყალს იყენებს ხან არა“ - რჩევები დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

„მაწონს როგორ ადედებთ? ხან წყალს იყენებს ხან არა“ - რჩევები დიასახლისებისგან

სახლში დამზადებულ პროდუქტებს გარკვეული უპირატესობები აქვთ. მაწონს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, ის აწერიგებს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ამასთანავე, იცავს ღვიძლს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ძალზე გადატვირთულია. აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს და იმუნიტეტს, საერთოდ, აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ის ასევე საუკეთესო პროდუქტია დიეტის დროს. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ნატურალური რძითა და დედოთი დამზადებულ მაწონს.

ხშირად დიასახლისები აწყდებიან პრობლემას, რომ შედედების დროს მაწონი წყალს იყენებს, ამიტომ გთავაზობთ მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

ასევე დაგაინტერესებთ: სად დაამზადეს პირველად მაწონი და როგორია სწორი ტექნოლოგია - ყველაფერი, რაც მაწვნის შესახებ უნდა იცოდეთ

1. მაწონის ხარისხი მთლიანად რძის ხარისხზეა დამოკიდებული, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ წყალგარეულ რძეს არ ყიდულობთ, თუ წყალგარეული რძეა ის შრატში წავა. რძე უნდა ადუღდეს კარგად და დააცადოთ გაგრილება. გააგრილეთ იმ დონეზე, რომ თითის ჩაყოფისას ოდნავ „იკბინებოდეს“ მისი ტემპერატურა. 1 ჩკ მაწვნის დედა ჩადეთ ქილაში და ეცადეთ თავიდან ცოტა რძეში კარგად გახსნათ, შემდეგ ქილა რძით ბოლომდე შეავსეთ. ქილას თავზე ხუფი დააფარეთ. შეფუთეთ, ქილას დაბლაც დაუფინეთ რაიმე თბილი და თავ-გვერდებზეც დააფარეთ. მაქსიმუმ 3 საათში უნდა შედედდეს. დამოკიდებულია ოთახის ტემპერატურასა და სეზონზე. 2.5 სთ-ის შემდეგ მაინც ახადეთ სათბური და ნახეთ შედედდა თუ არა, ამით თავსაც დაიზღვევთ მაწონის შემდგომი ზედმეტი აშრატებისგან.

mawoni.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: თუ გინდათ, რომ ტკბილი მაწონი გამოგივიდეთ... - გიზიარებთ 3 გამოცდილ რჩევას

2. მაწვნის შედედებისას, რა თქმა უნდა, ნელ-თბილი უნდა იყოს რძე, ვუშვრებით დედას, ვურევთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააფაროთ სახურავი ან ქაღალდი, იორთქლავს და ჩნდება წყლის წვეთები. ქილას დაადეთ კოვზი, გადააფარეთ სუფთა ჭურჭლის ტილო, შეფუთეთ თბილად, გახსნის დროს ნახავთ როგორ კარგად შედედდება, დააფარეთ სახურავი და შეინახეთ მაცივარში.

3. აადუღეთ რძე, გააგრილეთ ისეთ ტემპერატურამდე, ნეკა თითით რომ მოსინჯავთ, ცოტა უნდა გკბენდეთ, შეურიეთ ერთ ლიტრ რძეზე ნახევარი ჩაის კოვზი მაწვნის დედა, შეფუთეთ თბილად და არ შეეხოთ ოთხი საათის განმავლობაში, თუ დიდხანს დატოვებთ შეფუთულს, ან ცხელი მოგივათ რძე, აუცილებლად წყალს მოიყენებს თავზე.

matsoni-1669116203.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: „მაწვნის დედა გამდინარე წყალში გარეცხეთ“ - უჩვეულო მეთოდი, რომელიც უკვე ათასობით ადამიანმა მოიწონა

4. ადუღებიდან რძემ ცოტა ხანს უნდა იდუღოს (თავზე დაადექით არ გადმოვიდეს), ქვაბშივე იმ დონეზე გააგრილეთ, მოცხელო იყოს რძე(ნეკა თითით მოსინჯეთ), უყავით მაწვნის დედა, გამოურიეთ კარგად, გადაიტანეთ ბანკებში, დააფარეთ სუფრის ტილო(არანაირი სახურავი), შეფუთეთ თბილად! ოთხ საათში იქნება შედედებული და შედეთ მაცივარში. ტილო ისრუტავს ორთქლს და მაწონი შრატიანი აღარ იქნება. ცხელიც არ უნდა მოგივიდეთ და დროულად გახსნაა საჭირო.

5. ადუღების შემდეგ, რძე დაბალ ცეცხლზე ისევ ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში, რომ წყალი აორთქლდეს, შემდეგ შეაგრილეთ ისე, რომ ნეკა თითის ჩაყოფისას გკბენდეთ, გაუკეთეთ სადედი 1 სკ 5 ლიტრაზე, კარგად შეფუთეთ და 4- 5 საათში გახსენით, დატოვეთ თავმოხდილი გაციებამდე, შემდეგ დააფარეთ ხუფი და შედგით მაცივარში. რძე აუცილებლად კარგად უნდა ადუღოთ.