5 რულეტი 5 განსხვავებული რეცეპტი ყველასთვის, ვისაც ეს დესერტი უყვარს - Gemrielia.ge

5 რულეტი 5 განსხვავებული რეცეპტი ყველასთვის, ვისაც ეს დესერტი უყვარს

რულეტი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი დესერტია, არ მეთანხმებით? დანამული ბისკვიტი, ჰაეროვანი კრემი, ხილი... ამაზე კარგი რა უნდა იყოს? იქნებ ტორტი? თუმცა არა, რულეტს თავისი ღირსებები აქვს!

დღეს გაგიზიარებთ რულეტის 5 განსხვავებულ რეცეპტს, რომელთაგან ერთი მაინც აუცილებლად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.

1. 5-წუთიანი რულეტი

მარტივით უნდა დავიწყოთ. ეს არის რულეტის ექსპრეს რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი - 3 ც
  • მარილი
  • ვანილი
  • შესქელებული რძე - 1 ც
  • გამაფხვიერებელი - 15 გ
  • ფქვილი - 130 გ
  • ჯემი, ნებისმიერი

ruleti-1658817723.png

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

2. რულეტი „მედოვიკი“

ნამცხვარი მედოვიკი ალბათ ყველას უყვარს და ასევე ყველამ იცის, რომ მის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება. თუკი ექსპრეს მედოვიკი გსურთ, მოამზადეთ რულეტის სახით, ამ რეცეპტით.

ბისკვიტი:

  • კვერცხი - 2 ც
  • ფქვილი - 320 გრ
  • სოდა - 1 ჩკ
  • თაფლი - 2 სკ
  • შაქარი - 200 გრ
  • კარაქი - 150 გრ

კრემი:

  • გამდნარი შოკოლადი
  • ლიმონმჟავა 1/2 ჩკ
  • შაქრის პუდრა - 3 სკ
  • არაჟანი - 600 გრ

ruleti_hF6RPr7.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

3. ბანანის რულეტი ფქვილის გარეშე

თუკი კვერცხს კარგად ამოიყვანთ, ფქვილი არ დაგჭირდებათ. ბისკვიტი გამოვა ნაზი და მსუბუქი.

კრემი:

  • ვანილი
  • ბანანი - 2 ც
  • ლიმონის ცედრა
  • შაქრის პუდრა - 35 გ
  • კარაქი - 60 გ
  • ხაჭო - 250 გ

ბისკვიტი:

  • გამაფხვიერებელი
  • კაკაო - 45 გ
  • შაქრის პუდრა - 70 გ
  • კვერცხი - 3 ც

ruletibananiT.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

4. რულეტი ცხობის გარეშე 15 წთ-ში

შესაძლებელია თუ არა რულეტის მომზადება გაზქურის ჩართვის გარეშე? დიახ! ეს რეცეპტი ზაფხულში განსაკუთრებით გამოგადგებათ, როცა ქურასთან ტრიალი არავის ეხალისება.

კრემი:

  • ვანილი
  • შაქრის ფხვნილი - 2 სკ
  • კარაქი - 70 გ
  • ხაჭო - 180 გ

ფირფიტა:

  • წყალი - 1 სკ
  • კაკაო - 1 სკ
  • ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია"
  • ნიგოზი - 100 გ
  • ფინიკი - 300 გ (წინასწარ წყალში დამბალი)

ruleti_cxobisgareSe.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

5. რულეტი, რომელიც პირში დნება

ეს ჩვენი მკითხველის რეცეპტია და როგორც ამბობს, ასე მომზადებული რულეტი პირში დნება.

ინგრედიენტები:

  • მწიკვი მარილი
  • სოდა 1/4 ჩკ
  • ფქვილი - 120 გრ
  • გლუკოზას სიროფი ან თხელი თაფლი - 1 სკ
  • ზეთი - 2 სკ
  • შაქარი - 110 გრ
  • კვერცხი - 3 ცალი

ruleti_Yubb7LE.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

როგორც ამბობენ, კარგი რეცეპტი საქმის 50%-ია, დანარჩენი 50% კი ინგრედიენტების ხარისხსა და მომზადების ტექნიკაზე ნაწილდება. ეს თქვენი მშვენიერი რულეტი ლამაზად რომ გადაახვიოთ, ამ რჩევებს გაეცანით.

ამ 5 რულეტიდან რომელი მოგეწონებათ ყველაზე მეტად?