როგორ შევინახოთ ჩურჩხელები ისე, რომ არ გამაგრდეს და ახალივით რბილი იყოს? - რას გვირჩევენ გამოცდილი დიასახლისები - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ჩურჩხელები ისე, რომ არ გამაგრდეს და ახალივით რბილი იყოს? - რას გვირჩევენ გამოცდილი დიასახლისები

ჩურჩხელა ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული ტკბილეულია. ის არის თათარაში - ყურძნის ბადაგის ფაფაში რამდენჯერმე ამოვლებული ნიგვზის აცმა. ყველაზე პოპულარული კახური ჩურჩხელაა, რომელსაც შიგნით მთელ-მთელი ნიგვზის ლებნები აქვს.

როგორ შევინახოთ ჩურჩხელები ისე, რომ არ გამაგრდეს და ახალივით რბილი იყოს? - რას გვირჩევენ გამოცდილი დიასახლისები

churchxelebi-1-1733388608.webp

"გემრიელიას" ფეისბუკ ჯგუფში, გამოცდილი დიასახლისები გვიზიარებენ ინფორმაციას, თუ როგორ შევინახოთ ჩურჩხელები ისე, რომ არ გამაგრდეს.

  • "ნატურალური ბადაგით ვაკეთებთ ყველა. ეს არ ნიშნავს, რომ არ გახმება, შენახვა უნდა იცოდე. სასურველ გაშრობამდე უნდა გააშრო ალბათ 1 კვირა. შემდეგ ინახავთ: ჩაის ტილო ან ქაღალდში გადახვეული ჩადეთ ემალის ქვაბში, დადგით სიგრილეში. ასე მასწავლა ერთმა ძვირფასმა ქალბატონმა და მომეწონა", - წერს ნინი ახალკაცი.
  • "ტილოში გადაახვიეთ და მერე ცელოფანში, წლებია ასე ვინახავ", - წერს ქეთი მარიამიძე.
  • "როცა კარგად გაშრება, მაგრამ ჯერ ისევ რბილია, ჩადეთ ცელოფნის პარკებში და საყინულეში შეინახეთ. ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც იყო გაყინვამდე", - წერს მაია სუბელიანი.
  • "გადაახვიეთ ტილოში და ჩადეთ ქვაბში", - წერს ნანა კუპატაძე.
  • "ჭურჭლის ტილოში ახვევს დედაჩემი... ისე ჩურჩხელა თუ სუფთა და კარგი ბადაგითაა ამოვლებული, არაფერი მოუვა, თუმცა უმჯობესია ჭურჭლის ტილოში შეინახოთ", - წერს ცირა მძინარაშვილი.
  • "ნამდვილი კახური ჩურჩხელის შენახვის ძველებურ წესს მივაგენი - აი, ასე, კარგად გამშრალი ჩურჩხელა ბადაგში უნდა ვაბანაოთ, მერე ისევ ხარიხაზე გავფინოთ, გავაშროთ, ტილოში შევახვიოთ და თავდახურულ ქვაბში შევინახოთ. ასე ჩურჩხელა გაზაფხულზეც რბილი და გემრიელი დაგხვდებათ", - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

ჩურჩხელის რბილ მდგომარეობაში შესანახად საჭიროა შემდეგი ნაბიჯები:

churchxelis-shenaxva-1733388701.jpg

  • ჩურჩხელა კარგად შეფუთეთ საკვების შესაფუთ ქაღალდში ან ნაჭერში, რათა ჰაერის მოხვედრა შეზღუდოთ.
  • შეინახეთ ჩურჩხელა მშრალ, გრილ და ბნელ ადგილზე, სადაც ტენიანობა დაბალია, მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს მის გაფუჭებას;
  • მოათავსეთ ჩურჩხელები ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში;
  • თუ დიდი ხნით ინახავთ, შეგიძლიათ ჩურჩხელები გაყინოთ.

ეს რჩევები დაგეხმარებათ, ჩურჩხელა ხანგრძლივად რბილი და გემრიელი დარჩეს!

ასევე დაგაინტერესებთ: