5 კონსერვი, რომლებსაც ზამთარში მხოლოდ ქილიდან გადმოღება სჭირდება - Gemrielia.ge

5 კონსერვი, რომლებსაც ზამთარში მხოლოდ ქილიდან გადმოღება სჭირდება

ყველა დიასახლისი ზამთრისათვის მზადებას ჯერ კიდევ გვიან გაზაფხულიდან იწყებს, ზაფხული კი მურაბების, კომპოტებისა და მწნილების მოსამზადებლად საუკეთესო პერიოდია. რამდენადაც დამღლელია მათი მომზადება, იმდენად სასიამოვნოა შედეგი, რომლითაც ჩვენი საყვარელი ადამიანები ტკბებიან. აქვე შეგახსენებთ 10 წესს, რომლებიც უნდა წაიკითხოთ, სანამ ზამთრის მარაგისთვის სამზადისს შეუდგებით.

 

შევთანხმდეთ, რომ იმის შესაძლებლობა ძალიან ცოტა ადამიანს აქვს, ყველა ხილის კომპოტი თუ ყველა ბოსტნეულის მწნილი მოამზადოს, ამიტომ დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ 5 კონსერვს, რომლებსაც ზამთარში ქილიდან ამოღებისა და თეფშზე გადატანის გარდა არაფერი არ დასჭირდება.

 

1. ლობიოს, წიწაკისა და პომიდვრის ჩაშუშული ზამთრისთვის – არ სჭირდება სტერილიზაცია!

 

ინგრედიენტები:

 

  • მწვანე ლობიო - 1.5 კგ
  • პომიდორი - 1.5 კგ
  • ბულგარული წიწაკა - 1 კგ
  • მწვანე წიწაკა - 2 ცალი
  • ნიორი - 1 ცალი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • მარილი - 50 გრ
  • შაქარი - 120 გრ
  • მცენარეული ზეთი - 100 გრ
  • ძმარი 9% - 2 სკ
  • შავი პილპილი - გემოვნებით

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

2. ბულგარული წიწაკა გემრიელი შიგთავსით - გამზადებული ტოლმა ზამთრისთვის!

 

ინგრედიენტები​​​​​​​:

 

  • კომბოსტო - 1 კგ
  • წიწაკა - 2 კგ
  • ხახვი - 3 ცალი
  • სტაფილო - 300 გრ
  • ნიორი - 5 კბილი
  • ცხარე წიწაკა - 1 ცალი
  • ოხრახუში - 25 გრ
  • შავი წიწაკის მარცვლები

 

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • წყალი - 2 ლ
  • მარილი - 2 სკ
  • შაქარი - 200 გრ
  • ძმარი 9% - 180 გრ
  • მცენარეული ზეთი - 100 მლ

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

3. აჯაფსანდალი ქილაში - არ სჭირდება სტერილიზაცია

 

ინგრედიენტები​​​​​​​:

 

  • ბადრიჯანი - 1.5 კგ
  • პომიდორი - 1.5 კგ
  • ბულგარული წიწაკა - 0.5 კგ
  • სტაფილო - 0.25 კგ
  • ნიორი - 40 გრ
  • წითელი წიწაკა, ცხარე - 1 ცალი
  • მცენარეული ზეთი - 150 გრ
  • მარილი - 1 სკ
  • შაქარი - 3 სკ
  • ძმარი 9% - 2 სკ

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

4. ლეჩო - რეცეპტი ჩვენი მკითხველისგან

 

ინგრედიენტები​​​​​​​:

 

  • ზეთი - 1 ლ
  • ხახვი - 2 კგ
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 4 კგ
  • სტაფილო - 2 კგ
  • ტომატი - 1 დიდი ქილა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • შერეული სუნელები - 2 სკ

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

5. მკვახე პომიდვრის სალათა

 

ინგრედიენტები​​​​​​​:

 

  • მწვანე პომიდორი - 5 კგ
  • ბულგარული წიწაკა - 2 კგ
  • სტაფილო - 2 კგ
  • ხახვი - 1 კგ
  • ნიორი - 300 გ
  • მწვანილი - 300 გ (ოხრახუში)
  • ზეთი - 500 მლ
  • ძმარი - 200 მლ
  • მწარე წიწაკა - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს