ამშვიდებს ნერვულ სისტემას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს... - მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები
მაყვალი შეიცავს ნუტრეინებსა და სამკურნალო ნივთიერებებს. მათ შორის: საქაროზას, გლუკოზას, ფრუქტოზას, ლიმონმჟავას, ღვინის მჟავას, ვაშლის მჟავას და სხვა ორგანულ მჟავებს. ვიტამინებს: B, C, E, K, P, PP და სასარგებლო წიაღისეულს: კალიუმს, სპილენძს, მაგნიუმს, პექტინს. სხვა მიკრო და მაკრო ელემენტებს. მის შემადგენლობაში შედის მინერალები: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი და ა.შ. ხალხურ მედიცინაში, მაყვალი გამოიყენება ორგანიზმის გასაძლიერებლად და ვიტამინების მარაგის შესავსებად.
რატომ უნდა მივირთვათ მაყვალი:
1.ათეროსკლეროზის დროს, მისი ნებისმიერი სახით მიღება სასარგებლოა;
2.აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას;
3.მაყვლის ფაფა სასარგებლოა ეგზემისა და კანის ანთების დროს;
4.ამშვიდებს ნერვულ სისტემას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს;
5.გამოიყენება ანგინისა და სტომატიტის სამკურნალოდ.
რეცეპტები მაყვლის გამოყენებით:
მაყვლის საწებელი ხორცეულისთვის
მაყვლის ფოთლების სამკურნალო თვისებები:
შარდ სასქესო დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება . ასეთ შემთხვევაში მაყვლის გამხმარ 2ს.კ ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. გადაწუროთ და დღეში 3ჯერ, ჭამამდე, მიირთვათ.