ამშვიდებს ნერვულ სისტემას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს... - მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები
ამშვიდებს ნერვულ სისტემას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს... - მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები

 

მაყვალი შეიცავს ნუტრეინებსა და სამკურნალო ნივთიერებებს. მათ შორის: საქაროზას, გლუკოზას, ფრუქტოზას, ლიმონმჟავას, ღვინის მჟავას, ვაშლის მჟავას და სხვა ორგანულ მჟავებს. ვიტამინებს: B, C, E, K, P, PP და სასარგებლო წიაღისეულს: კალიუმს, სპილენძს, მაგნიუმს, პექტინს. სხვა მიკრო და მაკრო ელემენტებს. მის შემადგენლობაში შედის მინერალები: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი და ა.შ. ხალხურ მედიცინაში, მაყვალი გამოიყენება ორგანიზმის გასაძლიერებლად და ვიტამინების მარაგის შესავსებად.


რატომ უნდა მივირთვათ მაყვალი:

 

1.ათეროსკლეროზის დროს, მისი ნებისმიერი სახით მიღება სასარგებლოა;

 

2.აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას;


3.მაყვლის ფაფა სასარგებლოა ეგზემისა და კანის ანთების დროს;

 

4.ამშვიდებს ნერვულ სისტემას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს;

 

5.გამოიყენება ანგინისა და სტომატიტის სამკურნალოდ.

 

რეცეპტები მაყვლის გამოყენებით:

მაყვლის საწებელი ხორცეულისთვის

მაყვლის მურაბა

ისრიმ-მაყვლის საწებელი

მაყვლის კექსი ბებოს რეცეპტით

 

მაყვლის ფოთლების სამკურნალო თვისებები:

 

შარდ სასქესო დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება . ასეთ შემთხვევაში მაყვლის გამხმარ 2ს.კ ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. გადაწუროთ და დღეში 3ჯერ, ჭამამდე, მიირთვათ.

 

გააგრძელეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
29 ივლისი, 2021
ნანახია: 904