რა მოვამზადოთ მაყვლით? - 5 განსხვავებული რეცეპტი (+ ფოტოები) - Gemrielia.ge

რა მოვამზადოთ მაყვლით? - 5 განსხვავებული რეცეპტი (+ ფოტოები)

მაყვალი ძალიან სასარგებლო კენკრაა. იგი შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა: B, C, E, K, P, PP, ასევე შეიცავს კალიუმს, სპილენძს, მაგნიუმს, პექტინს. სხვა მიკრო და მაკრო ელემენტებს. მის შემადგენლობაში შედის მინერალები: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი და ა. შ.

 

გიზიარებთ 5 განსხვავებულ რეცეპტს, რომლებშიც მაყვალი მთავარი ინგრედიენტია.

 

1. ისრიმ-მაყვლის საწებელი

 

ეს უგემრიელესი საწებელი მარტივად მზადდება და უბრალოდ შემწვარ ქათამს ნამდვილ სამეფო კერძად კი აქცევს!  აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ, ნამდვილად მოგეწონებათ.

 

ინგრედიენტები

  • ნიორი - 1-2 კბილი
  • ქინძი - 1 პატარა კონა
  • ისრიმი - 300 გ
  • მაყვალი - 500 გ
  • მარილი და წიწაკა
  • კამა - 1-2 ღერი

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

2. მაყვლის ჯემი

 

დილაობით პურთან, ფუნთუშებთან თუ ბლინებთან ერთად ეს მაყვლის ჯემი უგემრიელესია.

 

ინგრედიენტები

  • მაყვალი - 1 კგ
  • შაქარი - 500 გ
  • თაფლი - 2 ს.კ
  • ლიმონი - 1
  • წყალი - 100 მლ

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

3. მაყვლის მურაბა

 

ამ რეცეპტით მომზადებული მურაბა უმჯობესია  მოხარშოთ  მცირე  პორციებად. მაყვლის მურაბის მოხარშვისას ერთ ჯერზე ნუ გამოიყენებთ 2 კილოზე მეტ ნაყოფს და არ შეაყოლოთ ნაყოფს წყალი, თუ გსურთ თქვენი მურაბა სქელი კონსისტენციის გამოვიდეს.

 

ინგრედიენტები

  • მაყვალი - 1 კგ
  • შაქარი - 1200 გრ

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

4. მაყვლის ნაყინი

 

ამაზე არომატული ნაყინი ძნელად თუ წარმოგვიდგენია. მოამზადეთ და თავად დარწმუნდებით.

 

ინგრედიენტები

  • რძე - 300 გ
  • ნაღები 35 % - 300 გ
  • კვერცხის გული - 4
  • მაყვალი - 250 გ
  • შაქარი - 180 გ
  • სახამებელი - 1 ს.კ
  • წყალი - 1-2 ს.კ

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

5. მაყვლის კომპოტი

 

ამ ყველაფერს კი გემრიელი კომპოტი ნამდვილად დააგვირგვინებს.

 

ინგრედიენტები

2 კგ მაყვალი;
80 ჩაის კოვზი შაქარი (10 ჩაის კოვზი 1-ლიტრიან ქილაზე)

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

თქვენ რას ამზადებთ მაყვლისგან?