სანამ ჩურჩხელას ამოავლებთ, თხილი ასე უნდა მოამზადოთ - კლასიკური მეთოდი ჩვენი მკითხველისგან - Gemrielia.ge

სანამ ჩურჩხელას ამოავლებთ, თხილი ასე უნდა მოამზადოთ - კლასიკური მეთოდი ჩვენი მკითხველისგან

ჩურჩხელა სხვადასხვა თხილეულის შიგთავსით კეთდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია თხილის ჩურჩხელა. დიასახლისების ნაწილი თხილს კანსაც კი არ აცლის და ისე აცვამს, მაგრამ თუ კლასიკური მეთოდი გაინტერესებთ, „გემრიელიას“ ჯგუფის წევრი დარეჯან პაიჭაძე მისი ოჯახის რეცეპტს გვიზიარებს:

„დედაჩემი ასე აკეთებდა: თხილს რომ დატეხდა, მოხალავდა და კანს მოაცილებდა, მერე კარგად გაწურულ, სველ ტილოში აჩერებდა, რომ დანესტილიყო და მერე ააცმევდა ძაფზე. მერე ამ აცმულს აშრობდა და მხოლოდ ამის შემდეგ ავლებდა ფელამუშში. გაშრობა აუცილებელი იყო, რომ მერე თხილი არ დანესტილიყო“, - წერს დარეჯან პაიჭაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

აი, ასე მზადდება ნამდვილი კახური ჩურჩხელა – 1 წლის მერეც კი ახალგაკეთებულს ჰგავს

ამ წესების დაცვით მომზადებული ჩურჩხელა მთელი წელი ინარჩუნებს სირბილეს

„ნამდვილი თათარა უნდა მომზადდეს მხოლოდ ასე...“ – როგორ შევარჩიოთ 2 მთავარი ინგრედიენტი

„როცა ბადაგი არ მაქვს...“ - რისგან ამზადებენ თათარას ქართველი დიასახლისები