5 კერძი, რომლებიც წელს ბადრიჯნისგან უნდა მოამზადოთ - Gemrielia.ge

5 კერძი, რომლებიც წელს ბადრიჯნისგან უნდა მოამზადოთ

ბადრიჯანი არის ბოსტნეული, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ მისი მრავალფეროვანი გამოყენებისა სამზარეულოში, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს მაღალი კონცენტრაცია ნუტრიენტებისა, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუკი გაინტერესებთ, კონკრეტულად რისთვის არის სასარგებლო ბადრიჯანი, წაიკითხეთ ეს სტატია, ხოლო თუკი პირდაპირ რეცეპტები გაინტერესებთ, კითხვა გააგრძელეთ.

ბადრიჯანი ქართველი დიასახლისების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია. ყველა ოჯახში მზადდება აჯაფსანდალი, ასევე ნიგვზიანი ბადრიჯანი და ზამთრისთვის შესანახადაც მშვენიერი პროდუქტია. თუმცა ამჯერად ტრადიციულ რეცეპტებს გვერდს ავუვლით და შედარებით ახალ რეცეპტებს გაგიზიარებთ, რომლებიც წელს შესაძლოა თქვენთვისაც სიახლე აღმოჩნდეს.

1. ბადრიჯანი თხილით

ნიგვზიანი ბადრიჯანი ყველამ იცის, მაგრამ თხილით თუ გიცდიათ? ჟურნალ „გემრიელიას“ რეცეპტი დაგეხმარებათ ტრადიციულ კერძს ახლებური გემო შესძინოთ.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი - 1 კგ
  • გატარებული თხილი - 250 გ
  • ქინძი - 1 კონა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ყვითელი ყვავილი - 1 სკ
  • ხმელი ქინძი - 1 ჩკ
  • ნიორი - 3 კბილი
  • ხახვი - 2 თავი
  • ძმარი - 1 სკ
  • ბროწეული
  • წიწაკა
  • მარილი
  • ზეთი

badrijani-txilit-1659528862.png

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

2. ჩაშუშული ბადრიჯანი

გთავაზობთ ჩაშუშული ნივრიანი ბადრიჯნის უგემრიელეს რეცეპტს, არაფრის შეწვა არ მოგიწევთ.

დაგჭირდებათ:

  • ბადრიჯანი - 900 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი
  • პაპრიკა
  • ქინძი
  • ქონდარი
  • ჯანჯაფილი (კოჭა)
  • ოხრახუში
  • მარილი
  • პილპილი

badrijani-1658992884.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

3. გამომცხვარი ბადრიჯანი პომიდვრითა და ყველით

აჯაფსანდალი ნამდვილად ოჯახური კერძია. მისი შთაგონებით გთავაზობთ ახლებურ კერძს, რომლითაც მთელ ოჯახს დაანაყრებთ, თანაც თქვენს მენიუს მრავალფეროვნებას შემატებთ.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი - 3 ც
  • პომიდორი - 500 გ
  • ტომატ-პასტა - 1 ჩკ
  • ხორცის ფარში - 150 გრ
  • ხახვი - 1 ც
  • რეჰანი - 1 კონა
  • ქონდარი - 5 ღერი
  • ოხრახუში - 0.5 კონა
  • პაპრიკა - 1 სკ
  • ნიორი - 1 ღერი
  • ზეთი
  • გახეხილი სულგუნი - 2 სკ

badrijani-1658832590.png

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

4. ბოსტნეულში მოთუშული ბადრიჯანი

ესეც ჰგავს აჯაფსანდალს, მაგრამ წვნიანი არაა და ბოსტნეულის გემოებიც უკეთ იგრძნობა.

დაგჭირდებათ:

  • ბადრიჯანი - 500 გრ
  • ბულგარული წიწაკა - 2 ც
  • ხახვი - 1 ც
  • სტაფილო - 1 ც
  • პომიდორი - 2 ც
  • ნიორი - 2 კბ
  • მცენარეული ზეთი
  • ოხრახუში

badrijani-1656497167.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

5. ბადრიჯნის გალეტი

გალეტის ფორმა იდეალურია როოგრც ტკბილი დესერტებისთვის, ასევე ცხარე კერძებისთვის. ბადრიჯნის გალეტი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც გაამართლა.

ინგრედიენტები:

  • აჯიკა - 2.00 კოვზი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ნიორი
  • ქინძი
  • ოხრახუში
  • რეჰანი
  • შემწვარი სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • პომიდორი - 2 ცალი
  • ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ბადრიჯანი - 2 ცალი

samarxvo_D7ToHIt.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

ამ ხუთი კერძიდან რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად?