რატომ უნდა მივირთვათ ქათმის გულ-ღვიძლი და როგორ მოვამზადოთ, რომ გემრიელი იყოს - 5 რეცეპტი - Gemrielia.ge

რატომ უნდა მივირთვათ ქათმის გულ-ღვიძლი და როგორ მოვამზადოთ, რომ გემრიელი იყოს - 5 რეცეპტი

ღვიძლი მდიდარია ცილებით, მასში შემავალ მინერალებსა და ვიტამინებს ადვილად ასათვისებელი ფორმა აქვს. მედიკოსები და დიეტოლოგები ხშირად ურჩევენ ქრონიკულად მოავადეებს, კვების რაციონში აუცილებლად ჩართონ ეს პროდუქტი. თუ ღვიძლს სწორად მოამზადებთ და სხვა თავსებად პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ნორმალური ცხოველმყოფელობისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას მიიღებს. ღვიძლი სასარგებლოა ათეროსკლეროზითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და ორსულებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც თრომბოზისადმი მიდრეკილება და, საზოგადოდ, სისხლის შედედების დარღვევები აღენიშნება.

ათმის ღვიძლი 100 გრამზე 140 კილოკალორიას შეიცავს, თუმცა მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი. იგი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით, ფოლიუმის მჟავათი და A ვიტამინით, ამიტომ ძალზე სასარგებლოა, განსაკუთრებით - ბავშვებისა და ორსულებისთვის.

გაგიზიარებთ 5 რეცეპტს, რომლებიც ქათმის გულ-ღვიძლის გემრიელად მომზადებაში დაგეხმარებათ.

1. ქათმის გულღვიძლი კეცზე

თუკი სახლში კეცი გაქვთ, ეს რეცეპტი უნდა სცადოთ, თუმცა კეცის გარეშე, საცხობ ფორმაშიც მშვენიერი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • ხახვი - 2 თავი
  • მარილი და პილპილი
  • დაფქული ქინძი - 0.5 ჩკ
  • უცხო სუნელი - 0.5 ჩკ
  • კოწახური - 1 ჩკ
  • ქათმის ღვიძლი - 500 გ

34058480ffb9.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

2. ქათმის გულ-ღვიძლი ტომატის სოუსში

ტომატის სოუსი განსაკუთრებით უხდება გულ-ღვიძლს.

ინგრედიენტები:

  • გულ-ღვიძლი - 500 გ
  • ტომატპასტა - 3 სკ
  • ქათმის ბულიონი - 0.5 ჭიქა
  • პომიდორი - 2 ც
  • სტაფილო - 1 ც
  • ხახვი - 1 თავი
  • მარილი და წიწაკა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ნიორი - 1 კბილი
  • ზეთი

gulgvidzli.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

3. მსუბუქი სალათა ბოსტნეულითა და ქათმის ღვიძლით

თუ რამე მსუბუქი სალათა გსურთ, ეს საუკეთესო არჩევნია.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ღვიძლი - 400 გ
  • ხახვი - 2 ცალი
  • სტაფილო - 100 გ
  • მაიონეზი
  • კიტრის მარინადი

resize_1tdfKbZ.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

4. ღვიძლი სოკოსთან ერთად

სოკო ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ამასთანავე გამოირჩევა მაღალი გემოვნებითი თვისებებით. ღვიძლს განსაკუთრებით უხდება.

ინგრედიენტები:

  • შებოლილი ხორცი - 150 გ
  • ღვიძლი - 1 კგ
  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • ქამა სოკო - 0.5 კგ
  • კარაქი - 7 გ
  • ხახვი - 1 თავი

2d07c06f3f7800f01cb8575b78aa82f5.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

5. ქათმის ღვიძლი არაჟნით

კიდევ რა უხდება ღვიძლს? ჩვენი აზრით, არაჟანი!

ინგრედიენტები:

  • არაჟანი - 200 გ
  • უცხო სუნელი
  • მარილი და პილპილი
  • ფქვილი - 150 გ
  • ხახვი - 2 თავი
  • ქათმის ღვიძლი - 1 შეკვრა

strognoff_018.JPG

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

თქვენ რას ამზადებთ ხოლმე გულ-ღვიძლით? ან ამ რეცეპტებიდან რომელი მოგეწონათ?