რა მოვამზადოთ ხარების დღესასწაულზე? – 5 თევზის კერძი, რომელიც თქვენს სუფრას დაამშვენებს - Gemrielia.ge

რა მოვამზადოთ ხარების დღესასწაულზე? – 5 თევზის კერძი, რომელიც თქვენს სუფრას დაამშვენებს

ხარება ერთ-ერთი გამორჩეული საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ქრისტიანები 7 აპრილს აღნიშნავენ. ეს არის მძიმე მარხვის ის დღე, როდესაც თევზით ხსნილია. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს თევზი მზადდება იმ ოჯახებშიც კი, სადაც მარხვას არ იცავენ.

ვაგრძელებთ ტრადიციას და გაგიზიარებთ 5 თევზის კერძს, რომლებიც შეგიძლიათ ხარების დღესასწაულზე მოამზადოთ.

1. გამომცხვარი სკუმბრია პომიდვრის სოუსით

ეს არის ოჯახური კერძი, რომელიც საკმაოდ მარტივად მზადდება, თუკი გიყვართ სკუმბრია, აუცილებლად უნდა სცადოთ.

snapshot4.png

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

2. თევზის ჩახოხბილი

დარწმუნებული ვარ, ყველამ იცით ქათმის ჩახოხბილი, მაგრამ თევზის ჩახოხბილზე რას იტყვით? ეს კერძი ძალიან ნოყიერია და ქათმისას არაფრით ჩამოუვარდება.

chaxoxbili_JJkzlYD.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

3. კალმახი ბროწეულის წვენით

ეს რეცეპტი კალმახის მოყვარულებისთვისაა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს მომჟავო გემოს სოუსი სხვა ნებისმიერ თევზსსაც საოცრად მოუხდება.

kalmaxi.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

4. კობრი ნიგვზიან ქინძმარში

ბაჟე თუ ქინძმარი? - ორივე! ეს რეცეპტი პირადად ჩემთვის აღმოჩენა იყო. კობრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სახეობის თევზიც.

qindzmari-1667991394.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

5. ორაგულის სტეიკი ნაღებისა და ღვინის სოუსით

რა თქმა უნდა, ორაგულის გარეშე ეს ჩამონათვალი ვერ დასრულდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი თევზი კიდევ უფრო გემრიელი გახდება თუკი ამ საოცარ სოუსს მოამზადებთ.

oragulissteiki2.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

თქვენ რომელი სახეობის თევზი გიყვართ ყველაზე მეტად?