ბებიისა და შვილიშვილის ერთი დღე – რა ვაჭამოთ შვილიშვილს დღის განმავლობაში, რომ საუკეთესო ბებია ვიყოთ - Gemrielia.ge

ბებიისა და შვილიშვილის ერთი დღე – რა ვაჭამოთ შვილიშვილს დღის განმავლობაში, რომ საუკეთესო ბებია ვიყოთ

 

რა დროსაც უნდა ატარებდეთ თქვენს საყვარელ შვილიშვილთან ერთად, კვირაში ერთი დღე უნდა იყოს ისეთი, როდესაც თქვენ მხოლოდ ერთმანეთს ეკუთვნით.

რატომ უყვართ ბავშვებს ბებიებთან დროის გატარება განსაკუთრებით? ისინი ხომ ყველაზე თბილები, ტკბილები და დამთმობები არიან დედამიწის ზურგზე!  რა გასაკვირია, რომ ბავშვებისთვის ბებიებთან გატარებული დრო ყველაზე საყვარელი და სასურველია.

გთავაზობთ, იდეებს ისეთი დღეებისთვის, როდესაც ის დროს მხოლოდ თქვენთან ატარებს. ხომ იცით, ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოთ, მეტიც, უნდა მოიპოვოთ საუკეთესო ბებიის სტატუსი.

10:00 – თუ თქვენს პატარას დილით ადრე გაღვიძება არ აქვს წესად, დილის ძილი აცადეთ და 10 საათზე ადრე ნუ გააღვიძებთ. ამ დროისთვის, შეგიძლიათ, ყველაზე გემრიელი და ნოყიერი საუზმე „მზე“ მოამზადოთ. ეს არის ფენოვანი ცომი ყველის, ლორისა და კვერცხის შიგთავსით, რომლის საამო სურნელიც თქვენს პატარებს სასიამოვნოდ გააღვიძებს.

 

Image result for pillsbury crescent roll breakfast recipes

 

 

11:00 – სანამ პატარა თავისი საყვარელი ანიმაციური ფილმების ყურებითაა გართული, თქვენ მეორე საუზმის მომზადება დაიწყეთ. ტკბილი, შოკოლადის ოლადები ყველა ბავშვის საყვარელი საუზმეა. ბებოს ოლადები თქვენს შვილიშვილს კარგ განწყობაზე დააყენებს და თქვენი დიდებული ნახელავი მისი მეხსიერების სკივრში სამუდამოდ დაიკავებს ადგილს.

 

Image result for simit

12:00 – სადილის მომზადება დაიწყეთ და კარგი იქნება, თუკი თქვენს შვილიშვილსაც დაიხმართ. მარტივი დავალებები, რომლებსაც პატარა წარმატებით გაუმკლავდება, მას თავადაჯარებულობას შემატებს. შინ მომზადებული ჰამბურგერები ის არის, რასაც შვილიშვილი საუკეთესო ბებიისგან ელის. სახელმა არ შეგაშინოთ. ჯანსაღი ინგრედიენტებით მომზადებული ჰამბურგერი თქვენი შვილიშვილის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. პატარა კი თქვენი მადლიერი იქნება.

 

Image result for grilled hamburgers

 

 

13:00 – ეს ხილის საათია! სეზონური ხილი დაჭერით და პატარა ჩანგლით მიართვით პატარას. თქვენ მისთვის მაგალითი ხართ, ამიტომ დაეწვიეთ და მასთან ერთად მიირთვით ხილი. დაარწმუნეთ, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

 

14:00 – გემრიელი დესერტი ყველა ბავშვს უყვარს. მრავალშრიანი ფერადი ჟელე ბავშვების საყვარელი დესერტია და თქვენს პატარასაც აუცილებლად მოეწონება. მოსამზადებლად თქვენივე, სახლში მომზადებული წვენები გამოიყენეთ. ასე ჯანსაღ და გემრიელ ჟელეს ტორტს მიიღებთ, რომელიც თქვენც და თქვენს პატარასაც ძალიან შეგიყვარდებათ.

 

Image result for layered christmas jello

15:00 – ბოსტნეულთან ყველა ბავშვი ვერ მეგობრობს, მაგრამ თუ ხრიკს მიმართავთ და ბოსტენულის მირთმევის მიმზიდველ ფორმას მოიფიქრებთ, თქვენი შვილიშვილი აღფრთოვანებული დარჩება და მას ხალისით შეჭამს. ფანტაზიას მოუხმეთ. აი, ფოტო, შთაგონებისთვის.

 

16:00 – სადაც უნდა იყვნენ პატარები, რა უნდათ ყოველთვის? და თქვენც ხომ მოგრჩათ ლორი და ყველი საუზმიდან? ანუ ოჯახში პიცის დროა. გემრიელი ცომი და არანაკლებ გემრიელი ზედსართი – თქვენი პატარა ბედნიერი და დანაყრებული იქნება.

17:00 – შვილიშვილმა გამაგრილებელი სასმელი თუ მოგთხოვათ, მტკიცე უარი არ უთხრათ. სახლში მომზადებული გამაგრილებელი სასმელი მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. მეტიც, ისე მოეწონება, რომ მაღაზიაში ყიდვას აღარასდროს გთხოვთ.

18:00 – ახლა ბებიისა და შვილიშვილის საღამოს სეირნობის დროა. სეირნობისას ქუჩის სასუსნავებისკენ რომ არ გაექცეს თვალი, გირჩევთ, თავად მოამზადოთ იგი. სცადეთ ყინულის კანფეტები ან პოპკორნი კარამელით. ბავშვებს ძალიან მოეწონებათ.

 

19:00 – თუ თქვენს პატარას ტკბილი ვახშამი უყვარს, შეგიძლიათ, საბავშვო ორცხობილები გამოუცხოთ. მიართვით პატარას ჩაისთან ერთად.

20:00 – პლედშემოხვეული ბებია და შვილიშვილი ტელევიზორთან რომ დასხდებით, ცხელი შოკოლადი არ დაგავიწყდეთ. ცხელი, არომატული და გემრიელი სასმელი ბებიისა და შვილიშვილის დღეს დააგვირგვინებს და თქვენს პატარას მშვიდად დააძინებს.

პ.ს. ზემოთ მოცემული რჩევები წარმოადგენს ბებიების გამოცდილებას და დიახ, მათი შვილიშვილები ნამდვილად თვლიან, რომ ისინი საუკეთესო ბებიები არიან.