თუ მარხვას იცავთ... 7 სამარხვო სადილი მთელი კვირისთვის - Gemrielia.ge

თუ მარხვას იცავთ... 7 სამარხვო სადილი მთელი კვირისთვის

სამარხვო მენიუს შედგენა არც ისე მარტივია. თუკი ერთი და იმავე კერძების მომზადება მოგბეზრდათ და ყოველ საღამოს თავსატეხად გაქვთ, მეორე დღეს რა მოამზადოთ სადილად ოჯახისთვის. GEMRIELIA.GE-მ თქვენთვის მთელი კვირის სადილის მენიუ შეადგინა.

 

1. ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაშუშული

 

ყვავილოვანი კომბოსტო მარხვისას მშვენიერი არჩევანია. მისგან მომზადებული ჩაშუშული გემრიელი და ნოყიერი კერძი გამოგივათ.

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 

  • მარილი და პილპილი
  • ცხარე წიწაკა, წითელი - 1/2 ჩ.კ
  • ვარსკვლავა ანისი (ბადიანი) - 2 ცალი
  • დაფქული ქინძი - 1 ჩ.კ
  • ნიორი - 3 კბილი
  • ხახვი - 2 თავი
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 1 თავი
  • პამიდორი საკუთარ წვენში - 400 გ
  • მუხუდო (თურქული ბარდა) - 1 ქილა (400 გ)
  • ქინძი

 

მომზადების წესი იხილეთ აქ

 

 

2. მაცოცხლებელი ნარინჯისფერი სუპი


ასეთი მსუბუქი წვნიანი განსაკუთრებით სასიამოვნოა საკვებით გადაღლილი ორგანიზმისთვის

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 

  • დაფქული ჯანჯაფილი - დანის წვერით
  • ხახვი - 2-3 თავი
  • სტაფილო - 2-3
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
  • ტკბილი წიწაკა, ნარინჯისფერი - 1
  • გოგრის რბილობი - 300 გ
  • დაფქული მიხაკი - დანის წვერით
  • მანდარინის ცედრა - 1 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი

 

მომზადების წესი იხილეთ აქ
 

 

3. ქამა სოკო ნიგვზისა და წიწაკის ფარშით

 

ამ გემრიელი და ორიგინალური კერძით სტუმრებსაც თამამად გაუმასპინძლდებით.

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 

  • ქამა სოკო, დიდი ზომის - 6 ცალი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • დაფქული ნიგოზი - 0,5 ჭიქა
  • ზეთი
  • მარილი
  • დაფქული წითელი წიწაკა
     

მომზადების წესი იხილეთ აქ
 

 

4. თბილი სალათა ბადრიჯნით


მარხვის დროს ბადრიჯანი ჩვენი მენიუს განუყოფელი ნაწილია. გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბადრიჯნის სალათის რეცეპტს.


მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 

  • ძმარი - 1 ს.კ
  • ზეთი შესაწვავად
  • პამიდორი - 3 ცალი
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • ბადრიჯანი - 2
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი

 

მომზადების წესი იხილეთ აქ

 

 

5. ბროკოლის სუპ-პიურე
 

ორგანიზმის განტვირთვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო, ამავდროულად, ძალიან გემრიელი და სასარგებლო კერძია.


მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 

  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
  • ბროკოლი - 600 გ
  • წყალი

 

მომზადების წესი იხილეთ აქ
 

 

6. ჩაშუშული კომბოსტო სოკოთი და ლობიოთი


ძალიან ნოყიერი და გემრიელი კერძი, რომელსაც ხშირად მოამზადებთ.


მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 

  • კომბოსტო - 600 გ
  • სტაფილო - 2 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ქამა სოკო - 600 გ
  • ლობიო - 1 ჭიქა
  • ტომატპასტა - 2 ს/კ
  • ხმელი ოხრახუში - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი შესაწვავად
  • კამა და ოხრახუში - გემოვნებით


მომზადების წესი იხილეთ აქ

 

 

7. კარტოფილის „ზრაზები“ სოკოთი


კარტოფილისა და სოკოს „ზრაზები“ ძალიან მარტივად მზადდება და თანაც ძალიან  გემრიელია. ასე რომ, კვირაში ერთხელ მაინც ნამდვილად ღირს მისი მომზადება


მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 

  • ზეთი შესაწვავად
  • ფქვილი - 150 გ
  • ხახვი - 1-2 თავი
  • სოკო - 600 გ
  • კარტოფილი - 1 კგ
  • მარილი და პილპილი
  • კამა

 

 

მომზადების წესი იხილეთ აქ