10 ტრადიციული კერძი სამარხვო საახალწლო სუფრისთვის - Gemrielia.ge

10 ტრადიციული კერძი სამარხვო საახალწლო სუფრისთვის

ახალი წელი წლის ყველაზე ხალისიანი და გემრიელი დღესასწაულია. ყველაზე ბევრი ტრადიციული კერძი სწორედ ახალი წლის სუფრისთვის მზადდება. ჩვენი ქვეყნის სამზარეულოში ხორციანი კერძები ჭარბობს, რაც ყოველთვის დიდ თავსატეხს ქმნის ადამიანებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ.

ამიტომ გთავაზობთ 10 ტრადიციული კერძის რეცეპტს სამარხვო საახალწლო სუფრისთვის და დაგარწმუნებთ, რომ სრულყოფილი საახალწლო სუფრის გაშლა სამარხვო კერძებითაც შესაძლებელია.

1. საცივი

პირველი კერძი, რომელიც ახალი წლის სუფრაზე გვახსენდება, საცივია. მარხვის პერიოდში ინდაური მარტივად ჩანაცვლდება სოკოთი. მომზადებაში ონისე ონიანის საფირმო სოკოს საცივის რეცეპტი დაგეხმარებათ:

ინგრედიენტები:

• ხის სოკო - 1 კგ • ნიგოზი - 300 გ • ნიორი - 1 თავი • დაფქული წითელი წიწაკა - 1 კოვზი • ყვითელი ყვავილი, დაფქული - 1 კოვზი • მიხაკ-დარიჩინი - ნახევარ-ნახევარი კოვზი • უცხო სუნელი • ხმელი ქინძი • ხახვი - 3 ცალი

მომზადების წესი იხილეთ აქ

2. ლობიანი

ინგრედიენტები:

მის გარეშე არა მხოლოდ საახალწლო, არანაირი ქართული სუფრა არ არსებობს.

• წითელი ლობიო - 400 - 500 გ • გულსართისთვის • შაქარი - 1 ჩ.კ • ზეთი - 2-3 ს.კ • მარილი • ფქვილი - 1 კგ • მშრალი საფუარი - 2 ს.კ • წყალი - 2 ჭ • მარილი და წიწაკა

მომზადების წესი იხილეთ აქ

3. ვინეგრეტი

ეს სალათა საახალწლო სუფრაზე უკვე რამდენიმე ათეული წელია ღირსეულ ადგილს იკავებს.

ინგრედიენტები:

კომბოსტოს მწნილი - 500 გ სტაფილო - 4 ცალი მჟავე კიტრი - 2 ცალი ბარდა, დაკონსერვებული - 400 გ მარილი და პილპილი - გემოვნებით ზეთი - გემოვნებით ხახვი - 2 თავი ჭარხალი - 3 თავი კარტოფილი - 3 ცალი ძმარი - 1 ს/კ მწვანე ხახვი - 1 კონა

მომზადების წესი იხილეთ აქ

4. ტოლმა

არავის უთქვამს, რომ კომბოსტოს ფურცლებში მხოლოდ ხორცი უნდა გავახვიოთ. ტოლმის ეს სამარხვო რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

• მარილი და პილპილი • სტაფილო - 1-2 • სოკო - 200 გ • ბრინჯი - 1 ჭიქა • კომბოსტო - 1 თავი • მწვანილი • ტომატ-პასტა - 2 ს.კ

მომზადების წესი იხილეთ აქ

5. ბლინები

გემრიელი „ბლინჩიკები“, რომელთა მომზადებაც ძალიან ადვილია, საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ამჯერად გთავაზობთ ბლინებს სოკოსა და კარტოფილის შიგთავსით, რომლებიც ხორციან ბლინებზე არანაკლებ გემრიელია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

• წყალი - 2 ჭიქა • ფქვილი - 2 ჭიქა • ზეთი - 3 ს.კ • მარილი და პილპილი • კარტოფილი - 300 გ • სოკო - 150 გ • ხახვი - 1 თავი

მომზადების წესი იხილეთ აქ

6. ყვავილოვანი კომბოსტო ბაჟეში

ბაჟე - მის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდეგენელია. რა უნდა ჩავდოთ მასში, თუ არა კარგად დაბრაწული, არომატული ყვავილოვანი კომბოსტო?

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

• ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი • ნიორი - 1 კბილი • მარილი და წიწაკა • ზეთი შესაწვავად • ნიგვზის ბაჟე - 1 ჭიქა

მომზადების წესი იხილეთ აქ

7. ნიგვზიანი ბადრიჯანი

მართალია, ამ კერძს განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს საახალწლო სუფრაზე, მაგრამ ოდნავ განსხვავებულად თუ მოვამზადებთ, სადღესასწაულო რეცეპტს მივიღებთ.

დაგჭირდებათ:

• ბადრიჯანი - 3-4 ცალი • ნიგოზი - 200 გ • სამარხვო მაიონეზი - 2-3 ს/კ • მარილი • ზეთი • ნიორი - 1-2 კბილი

მომზადების წესი იხილეთ აქ

8. მწვადი

კიდევ ერთი ტრადიციული კერძის არატრადიციულ რეცეპტს შემოგთავაზებთ და სოკოს მწვადს გავუწევთ რეკომენდაციას. მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

• ქამა სოკო - 600 გ • სოიოს სოუსი - 4 ს/კ • პაპრიკა - 1 ჩ/კ • მარილი - გემოვნებით • ლიმონის წვენი - 2 ჩ/კ • კამა - 1 კონა • ზეთი - 4 ს/კ

მომზადების წესი იხილეთ აქ

9. პიცა

ჩვენი ტრადიციული სუფრის ნაწილი აქამდე არ იყო, მაგრამ ახლა ბევრი ოჯახის საახალწლო სუფრაზე შეხვდებით სხვადასხვა ფორმისა და გემოს პიცას. სამარხვო პიცის ცომის მოსამზადებლად ჯეიმი ოლივერის რეცეპტით ვიხელმძღვანელოთ. თავზე პომიდვრის სოუსი, ბულგარული წიწაკა და სოკო შეგიძლიათ მოათავსოთ.

10. მედოკი

ტრადიციული ნამცხვრის სამარხვო რეცეპტი თქვენს სამარხვო საახალწლო სუფრას წარმატებით დააგვირგვინებს. ინგრედიენტები:

ბისკვიტი:

• შაქარი - 2 ჭიქა • თაფლი - 4 ს/კ • წყალი - 200 მლ • სოდა - 1,5 ჩ/კ • ზეთი - 200 მლ • ფქვილი - 1,2 კგ

კრემი:

• ფქვილი - 2 ჭიქა • შაქარი - 2 ჭიქა • წყალი - 1 ლ • სამარხვო კარაქი ან მარგარინი - 350 გ • ვანილი - 1 შეკვრა

მომზადების წესი იხილეთ აქ