თუკი კრემი აგეჭრათ - ერთი მარტივი ხრიკი და შეცდომას წამებში გამოასწორებთ - Gemrielia.ge

თუკი კრემი აგეჭრათ - ერთი მარტივი ხრიკი და შეცდომას წამებში გამოასწორებთ

რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ნამცხვარს ან ტორტს აცხობთ და მთელი შრომა წყალში იყრება, როცა კრემი იჭრება. აჭრილ კრემს არასასიამოვნო კონსისტენცია და გემო აქვს, შესაბამისად, ჩვეულებრივ, ურნაში ხვდება. უფრო ზუსტად, ურნაში ხვდება ჩვენი შრომა, დრო და პროდუქტები...

 

 

მაგრამ ასე უცებ ნუ დანებდებით! ჩვენი ერთგული მკითხველი ნაირა მელაძე მარტივ ხრიკს გვიზიარებს, რომლის წყალობითაც თქვენს აჭრილ კრემს ახალ სიცოცხლეს მიანიჭებთ.

 


ქალბატონი ნაირას თქმით, კრემის აჭრის მიზეზი სხვადასხვა ტემპერატურის ინგრედიენტებია. იმისათვის, რომ კრემი არ აიჭრას, ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. თუკი კრემი მაინც აიჭრა, ორთქლის აბაზანაზე შემოდგით. ყველა ინგრედიენტი ერთ ტემპერატურაზე დაიყვანება, კრემი კი კარგი და პრიალა გამოვა.

 

 


შენიშვნა: თუკი კრემს ტორტისთვის ამზადებთ, მზა კრემი ჯერ ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ, შემდეგ - მაცივარში.

 

ავტორის სხვა სტატიები:

„შაქარლამაში 100$-ს ან ბინის გასაღებს დებენ“ - აჭარული ტრადიციები აჭარელი დიასახლისისგან
 

 

ნახეთ ასევე:


უნიკალური კრემი ტორტებისთვის


მოხარშული კრემი


ჰაეროვანი არაჟნის კრემი ნაყინის გემოთი


კარამელის კრემი


ატმის კრემი