5 კერძი, რომლებიც წელს ყაბაყისგან უნდა მოამზადოთ - Gemrielia.ge

5 კერძი, რომლებიც წელს ყაბაყისგან უნდა მოამზადოთ

ყაბაყი ორგანიზმისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ელემენტების საწყობს წარმოადგენს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოქიმიურ ნივთიერებებს:ცილებს, ცხიმებს, ორგანულ მჟავებს, კალიუმს, კალციუმს,სპილენძს, ბრინჯაოს, ფოსფორს, კაროტინს, C და B ჯგუფის ვიტამინებს. ამ შემადგენლობის გამო ყაბაყი ადვილი მოსანელებელია და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებსა და ქოლესტერინს.

ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბადრიჯანს უდიდეს პატივს სცემენ, ყაბაყმა ფეხი ნელ-ნელა მოიკიდა. შეიძლება ითქვას, რომ იგი ყოველ წელს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გიზიარებთ 5 კერძის რეცეპტს, რომლებიც წელს ყაბაყისგან უნდა მოამზადოთ.

1. ყაბაყის ბლინები საუზმისთვის - მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ

საუზმით დავიწყოთ. ეს რეცეპტი ძალიან მიყვარს, მარტივად მოსამზადებელი საუზმეა, სწრაფიც და გემრიელიც.

დაგჭირდებათ:

  • კვერცხი - 2 ც
  • ცყაბაყი - 150 გ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ყველი გემოვნებით

yabayisblinebi.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

2. საუზმე მხოლოდ 1 ც ყაბაყით

კიდევ ერთ საუზმეს შემოგთავაზებთ, რომლის მოსამზადებლად ერთადერთი ყაბაყი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მწვანე ხახვი
  • ყაბაყი - 1 ც
  • კვერცხი - 3 ც (1 მთლიანი, 2 ცილა)

omletiyabayit.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

3. ღუმელში გამომცხვარი სუნელებით შეზავებული ყაბაყი

სუნელები ყველაფერს აგემრიელებს, მაგრამ ყაბაყს თურმე განსაკუთრებულად უხდება.

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი
  • პროვანსული ხმელი სუნელები
  • ზეთი
  • დაჭყლეტილი ნიორი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ყველი პარმეზანი

yabayi_OPVX4dK.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

4. ყაბაყის მარინადი

ბადრიჯნის მარინადი წლებია თითქმის ყველა ოჯახში კეთდება, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ყაბაყის მარინადმა ბადრიჯანიც კი ჩაანაცვლა.

დაგჭირდებათ:

  • ყაბაყი - 1.5 კგ
  • ხახვი - 1 ც
  • სტაფილო - 1 ც
  • ბულგარული წიწაკა - 1 ც
  • კეტჩუპი - 260 გ
  • მზესუმზირის ზეთი - 80 მლ
  • ნიორი - 30 გ
  • ტომატის პასტა - 2 სკ
  • წყალი - 200 მლ
  • მარილი - 1 სკ
  • შაქარი - 2 სკ
  • ძმარი - 50 მლ

yabayi-1658140358.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

5. ყაბაყის ცხელი სალათა

ეს კერძი განსაკუთრებით გემრიელია სოფელში, გრილ დღეებში.

ინგრედიენტები:

  • სტაფილო - 1 ც
  • ნიორი - 2 კბილი
  • ტკბილი წიწაკა - 1 ც
  • ხახვი - 1 პატარა თავი
  • ყაბაყი - 2 ცალი, საშუალო ზომის
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • კამა და ოხრახუში

kabakissalata.png

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

თქვენ რას ამზადებთ ხოლმე ყაბაყით? ამ ხუთიდან რომელი რეცეპტი მოგეწონათ ყველაზე მეტად?