5 რამ, რასაც ქართველი დიასახლისები ბარბარობის სუფრაზე დებენ - Gemrielia.ge

5 რამ, რასაც ქართველი დიასახლისები ბარბარობის სუფრაზე დებენ

17 დეკემბერს წმიდა დიდმოწამე ქალწულის - ბარბარეს ხსენების დღეა. ისევე როგორც ყველა ქრისტიანულ თარიღს, ასევე ბარბარობას გარკვეული გასტრონომიული ტრადიციები უკავშირდება. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებულია ლობიანების ცხობის ტრადიცია.

დაგაინტერესებთ: რატომ ვაცხობთ ლობიანებს ბარბარობისთვის?

დღევანდელ სტატიაში გეტყვით, კიდევ რა უნდა დავდოთ ბარბარობის სუფრაზე

ლობიანი

lobianis_shigtavsi.jpg

ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანის მომზადება ხალხური ტრადიციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. მას ეკლესიასთან სარწმუნოებრივი კავშირი არა აქვს, მაგრამ როგორც საღვთო პირები განმარტავენ, ეს სულაც არ არის განსაკიცხი, პირიქით, ქართველი ხალხი ამ რიტუალით წმინდანის მიმართ პატივისცემას გამოხატავს.

მრავალი საუკუნის წინ, ბარბარობის დღესასწაულს სვანეთში - "ბარბლაშს" უწოდებდნენ, მის სახელზე ცხვებოდა კვერები, ბასილიკები, ხოლო მე-16-საუკუნიდან ლობიანები. ბარბარეს სახელი მხატრულ ლიტერატურაშიც გვევლინება. ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის ნაშრომებში გვხვდება ღვთაება ბარბალე, რომელსაც ბედის მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ. თქმულების მიხედვით მისი სახელი მრგვალ ფორმასთან, მზესთან იგივდებოდა.გთავაზობთ ნამდვილი რაჭული ლობიანის რეცეპტს, სანახავად დააჭირეთ აქ.

თევზი

tevzi_MfdnUcM.jpg

როგორც მოგეხსენებათ ბარბარობის დღესასწაულის სუფრაზე თევზი ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. იგი სამარხვო პროდუქტს მიეკუთვნება და თამამად შეგიძლიათ მოამზადოთ მისი სხვადასხვა ვარიაცია, მაგ: შეწვათ, ჩააწყოთ ბაჟეში ან ქინძმარში. გიზაიარებთ თევზის მომზადების რამედენიმე რეცეპტს: თევზი ძმრიანი სოუსით, სკუმბრია ტომატის სოუსში, შემწვარი სკუმბრია.

ღვინო

gvino.jpg

ვაზი ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლოა, შესაბამისად ღვინოს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აკისრია რელიგიურ დღესასწაულებზე. ღვინო ქართული სუფრის ტრადიციული ნაწილია, მაგრამ მას მხოლოდ სასმლის დატვირთვა არა აქვს. საუკუნეებიდან მოყოლებული პური და ღვინო თავად ნიშნავდა ტრაპეზს, სუფრას, ნადიმს. მას "ღვთიურ სითხეს" უწოდებენ. უკანასკნელი სერობის დროს იესომ ღვინო თავის სისხლად, ხოლო პური თავის ხორცად აკურთხა. სწორედ ამ დღეს დაწესდა ზიარების საიდუმლო, რომელიც პურისა და ღვინის მიღებით ტარდება, რის შედეგადაც მორწმუნე ადამიანი ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისგან იწმინდება.

გოგრა

gogra.jpg

რაჭაში, ტრადიციის მიხედვით, ბარბარობის დღესასწაულზე გოგრის თესლიან ხაჭაპურს- "ღააბაქხ ხინგალიშს" ამზადებენ. ასევე გავრცელებულია გამომცხვარი გოგრა ბრინჯით, ჩირეულითა და თაფლით.

ხილი და ტკბილეული

xili.jpg

შეგიძლიათ სუფრაზე დადოთ ნებისმიერი ხილი, ხილის ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი და სხვ. მეტი მრავალფეროვნებისთვის გთავაზობთ სამარვხო დესერტების რამოდენიმე მარტივ რეცეპტს: ყავის ნამცხვარი შავი ქლიავის ჩირით სამარხვო ნამცხვარი.