ტკბილი ჰოროსკოპი: რომელი დესერტი შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - Gemrielia.ge

ტკბილი ჰოროსკოპი: რომელი დესერტი შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

შოკოლადის ტორტი თუ ხილის ღვეზელი? - გაიგე, როგორი დესერტი შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი - შოკოლადის ტორტი

1-1705237167.png

ვერძს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში. ისევე როგორც შოკოლადის ნამცხვარი.

დაუვიწყარი შოკოლადის ტორტი „ცდუნება“ – ისეთი ნაზია, პირში დნება

კურო - ჟოლოს მილფეი

1-1705237280.png

მილფეიი ჰაეროვანი კრემი შერწყმულია ხრაშუნა ფენოვან ცომის ფენებთან, კუროს ხასიათიც ხომ რბილი და პრინციპულია?

ყურძნის მილფეი - გაგა ვარდანიძის რეცეპტი

ტყუპები - მაკარონი

1-1705237374.png

პატარა ხრაშუნა და ფერადი მაკარონები ტკბილი შიგთავსის დელიკატური ფენით და ნათელი გემოთი. ყოველ ფერს განსხვავებული გემო აქვს, ისევე, როგორც ტყუპების რთულ ხასიათს 💕

როგორ მოვამზადოთ მაკარონი ყველაზე მარტივად - მკითხველის რეცეპტით

კიბორჩხალა - ორცხობილა

1-1705237477.png

ახალი ორცხობილა სწორედ ის გემოა, რომელიც ასოცირდება სახლთან და კომფორტთან, ისევე როგორც კირჩხიბის ხასიათი ✨

ძალიან მარტივი და გემრიელი ორცხობილა, მიზერული ინგრედიენტებით

ლომი - ბაქლავა

1-1705237548.png

ტკბილი, წვნიანი, თაფლით გაჟღენთილი ბაქლავა აღმოსავლური ტკბილეულია, რომელიც შესანიშნავად ასახავს ლომის ხასიათს.

უგემრიელესი ბაქლავას რულეტი ნიგვზით

ქალწული - ჩიზქეიქი

1-1705237620.png

ასეთი შესანიშნავი, ოდნავ ტკბილი ხაჭოს ჩიზქეიქი ნამდვილად მოეწონება ქალწულს.

„ამ სეზონს განსაკუთრებით უხდება“ - უგემრიელესი კენკრის ჩიზქეიქის რეცეპტი მკითხველისგან

სასწორი - მარშმელოუ (ზეფირი)

1-1705237699.png

ჰაეროვანი და ნაზი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ტკბილი მარშმელოუ, თუნდაც მათი პასტელი ფერებით, სასწორის რომანტიკულ ხასიათს წააგავს.

როგორ მოვამზადოთ ფაფუკი მარშმელოუ (ზეფირი) - იდეალურია ცხელი შოკოლადისთვის

მორიელი - ტირამისუ

1-1705237768.png

კეთილშობილი ყავის დესერტი ნამდვილი არისტოკრატებისა და გურმანებისთვის ✨მორიელი მას ნამდვილად დააფასებს!

მხოლოდ ასე მზადდება ნამდვილი კლასიკური ტირამისუ

მშვილდოსანი - ნაყინი

1-1705237824.png

ნაყინი ყველაზე ფერადი და პოზიტიური დესერტია, რომლის მირთმევაც შესაძლებელია მოგზაურობისას, რაც იდეალურია მოუსვენარი მშვილდოსნებისთვის.

სრულყოფილი ნაყინი ძველებური გემოთი

თხის რქა - პანაკოტა

1-1705237894.png

ერთის მხრივ, ეს ძალიან გემრიელი დელიკატესია, მეორე მხრივ კი საკმაოდ ჯანსაღი. შეიძლება სხვაგვარად იყოს პრაქტიკული თხის რქების შემთხვევაში?

ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტი – პანაკოტა ჟოლოთი

მერწყული - პუდინგი

1-1705237940.png

შოკოლადის პუდინგი ტკბილი, მსუბუქი და უჩვეულო დესერტია. მერწყულებს აუცილებლად მოეწონებათ!

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პუდინგი - რეცეპტი, რომელიც უნდა ჩაინიშნოთ

თევზები - ბეზე

1-1705237989.png

თევზები ყველაზე კრეატიული, მეოცნებე და ემოციური ნიშანია. ფუმფულა მერინგა იდეალურად ერგება მათ პიროვნებას!

როგორ გამოვაცხოთ ფერადი, ხრაშუნა ბეზეები