ტოლმა, მწვადი, ჰამბურგერი... - თურქი მსახიობი კაცების საყვარელი კერძები - Gemrielia.ge

ტოლმა, მწვადი, ჰამბურგერი... - თურქი მსახიობი კაცების საყვარელი კერძები

ყველამ იცის, რომ საკვები გარდა იმისა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგიურად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ, ცნობილ ადამიანებს არაერთ დათმობაზე უწევთ წასვლა, მათ შორისაა საყვარელ საკვებზე უარის თქმაც. თუმცა რა ხდება, როცა გურმანი ხარ?

დღეს ცნობილი თურქი მსახიობი კაცების საყვარელ კერძებს შემოგთავაზებთ.

ქალების გულთამპყრობელ ქივანჩ თათლითუღის საყვარელი კერძი მანტი და ქათმის წვნიანია. როგორც იგი აღნიშნავს, ასევე ძალიან უყვარს თურქული ტოლმა და ქაბაბი. ხოლო, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ბოსტნეულის წვნიანს მიირთმევს.

qivanch-tatlitoglu-1677484796.png

კიდევ ერთი ცნობილი თურქი მსახიობი მამაკაცის ჩაგლარ ერთუგრულის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი ბარდა აღმოჩნდა. როგორც ამბობს, წიწიბურა ხორცთან ერთად მშვენივრად ანაყრებს, საუზმისთვის კი თავად იმზადებს მენემენს. მსახიობი არც სწრაფ კვებაზე ამბობს უარს, მისი საყვარელი „ფასთ ფუდი“ ჰამბურგერია.

chagral-ertugluri-1677484848.png

თურქული სერიალების კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩაათაი ულუსოი ცომეულზე გიჟდება. მისი საყვარელი კერძია ფარშირებული ბადრიჯანი. მსახიობის დედა ბოსნიიდან არის და პატივს სცემს ბოსნიურ სამზარეულოს. განსაკუთრებით უყვარს ბორეკი.

chaatai-ulusoi-1677484880.png

ქენან იმირზალიოღლუმ ერთ-ერთ ინტერვიუებში თქვა, რომ უყვარს არტიშოკი ზეითუნის ზეთში, ხოლო ხორცეულიდან მისი საყვარელი კერძი არის სტეიკი. ნეტავ, რა დონეზე შემწვარი უყვარს?

qenan-imirzailurlu-1677484956.png

ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური თურქი ვარსკვლავი ბურაქ ოზჩივითი შემწვარი ხორცის მოყვარულია. მისი ბაბუა და მამა განთქმული მემწვადეები არიან. როგორც ინტერვიუში აღნიშნავს, მისი მეუღლის, ასევე ცნობილი მსახიობის - ფაჰრიე ევჯენის გაკეთებული ყველაფერი უყვარს, განსაკუთრებით - შემწვარი ხორცი. დიახ, მამაჩემზე უკეთესად ამზადებს მწვადსო - თქვა ბურაქმა.

burak-ozgivit-1677484998.png

ქალების კიდევ ერთი გულთამპყრობელი აკინ აკინოზუ ნახევრად ვეგეტარიანელი გახლავთ. იგი მხოლოდ თევზსა და ზღვის პროდუქტებს მიირთმევს, უარს ამბობს ცხოველისა და ფრინველის ხორცზე. შესაბამისად, ყველაზე მეტად ზღვის პროდუქტები და ბოსტნეულის კერძები უყვარს.

kin-akinozu-1-1677485397.jpg

თურქი მსახიობი ქალები საყვარელი კერძებიც გაინტერესებთ?