6 ყველაზე ჯანსაღი და ეფექტური პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ წონის კლებასა და შენარჩუნებაში - Gemrielia.ge

6 ყველაზე ჯანსაღი და ეფექტური პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ წონის კლებასა და შენარჩუნებაში

ხშირად ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ ჯანსაღად კვებას და მივმართავთ სწრაფი კვების ობიექტებს, რაც იწვევს წონაში სწრაფად მატებას.

გსურთ გამოიყურებოდეთ ლამაზად და ჯანსაღად? მოგიმზადეთ 6 ყველაზე ჯანსაღი პროდუქტის სია, რომელთა ყოველდღიური მიღებაც დაგეხმარებათ თავიდან მოიშოროთ არასასურველი წონა.

1. ჭარხალი

2-1671458176.jpg

კარგი იქნება, თუ ვახშმისას არჩევანს ჭარხალზე შეაჩერებთ, რადგან მისი მიღებით დიდხანს შეინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას. იგი სავსეა ჯანსაღი ბოჭკოებითა და ანტიოქსიდანტებით. ჭარხალი აქვეითებს არტერიულ წნევას, დადებითად მოქმედებს ღვიძლზე და გამოდევნის ჭარბ წყალს ორგანიზმიდან.

ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ გამომცხვარი, მოხარშული ან უმი. ჯანსაღი ცხიმების ასათვისებლად გირჩევთ, ჭარხალი მოამზადოთ მცენარეული ზეთით.

გთავაზობთ ჭარხლის მომხადების რამდენიმე მარტივ რეცეპტს:

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოვხარშოთ ჭარხალი 30-წთ-ში.

2. სტაფილო

3-1671458202.jpg

ჭარხლის განგანსხვავებით სტაფილო უმჯობესია მიირთვათ დილით. იგი მდიდარია ჯანსაღი ბოჭკოებით, A ვიტამინით, რომელიც აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას. ვისაც დაბალი ჰემოგლობინის მაჩვენებელი გაქვთ, გირჩევთ მიირთვათ უმად ან მოხარშულ მდგომარეობაში.

გთავაზობთ სტაფილოს მომზადების რამდენიმე მარტივ რეცეპტს:

ასევე დაგაინტერესებთ: სტაფილოს დიეტა

3. კომბოსტო

4-1671458225.jpg

კომბოსტოზე საუბრისას ვგულისხმობთ არამარტო თეთრ კომბოსტოს, არამედ ყვავილოვანს, ბროკოლის, ჩინურს და ა.შ. იგი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით, მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა მინერალების წყაროა: კალიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა, ფოსფორი. საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად გირჩევთ მოამზადოთ მოთუშული კომბოსტო.

გთავაზობთ კომბოსტოს მომზადების რამდენიმე მარტივ რეცეპტს:

4. ისპანახი

5-1671458248.jpg

დიეტოლოგების თქმით, ისპანახი ხელს უწყობს მუცლის ცხიმის მოცილებას. იგი დაბალკალორიულია და შეიცავს ფოლიუმის მჟავას, ასევე A, B, C და K ვიტამინებს.თუ უმი ისპანახი არ მოგწონთ, შეგიძლიათ მისგან მოამზადოთ უცხიმო კრემის სოუსი და მიირთვათ მოხარშულ ქათმის ფილესთან ერთად.

გთავაზობთ ისპანახის მომზადების რამდენიმე მარტივ რეცეპტს:

5. ბულგარული წიწაკა

6-1671458271.jpg

ბულგარული წიწაკის მიღება აქრობს შიმშილის გრძნობას, ასე რომ თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ლანჩამდე. გარდა ამისა იგი ხელს უწყობს წონის კლებას.

გთავაზობთ ბულგარულის მომზადების რამდენიმე მარტივ რეცეპტს:

6. ნიახური

7-1671458291.jpg

ნიახურს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე, ახდენს კუჭის წვენის გამოყოფის ნორმალიზებასა და ხსნის შებერილობას.ნიახურის ჭამა შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს!

ასევე დაგაინტერესებთ: ნიახურის დეტოქს წვენი - ორანიზმის გამწმენდი საშუალება.